შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების წევრებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხურ დელეგაციასთან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.

ვლადისლავ ვილიმეჩმა, ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩეხეთის პარლამენტის სახით, საქართველოს დიდი მხარდამჭერი ჰყავს.

მისი თქმით, ევროკავშირის ღირებულებებთან დაახლოება მუდმივ მუშაობას საჭიროებს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც, თუმცა, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ევროკავშირი მოქნილი უნდა იყოს 12 რეკომენდაციის განხორციელების შეფასების დროს. მან გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც ვიშეგრადის ოთხეულის ფარგლებშიც ჟღერდება.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს