ხატია დეკანოიძე რეგლამენტში ცვლილებების შესახებ ყოფილი თანაფრაქციელების კრიტიკაზე -  მიზეზების არასწორ ადგილას ძებნა ცოტა უხერხულია

მიზეზების არასწორ ადგილას ძებნა, მაშინ როცა მიზეზი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს, ცოტა უხერხულია, - ასე პასუხობს დეპუტატი ხატია დეკანოიძე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ყოფილი თანაფრაქციელების კრიტიკას.

დეკანოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე მისი და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა არაფერ კავშირშია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" იმ ოთხი დეპუტატის წასვლასთან, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამ არამოსამართლე წევრს მისცეს ხმა.

"როდესაც ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივა დაგვიბლოკეს, გვითხრეს, რომ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა, რადგან პარლამენტში ვიყავით ბლოკით და არა პარტიის სიით შესული დეპუტატები. ჩვენ მეორე დღესვე შესაბამისი ცვლილებები დავაინიცირეთ. მაშინ იმ ოთხი დეპუტატის (ბაჩუკი ქარდავა, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ნიკა მაჭუტაძე) ფრაქციიდან წასვლაზე საუბარი არ ყოფილა. მეტსაც გეტყვით, მქონდა ინფორმაცია, რომ ფრაქციას მათი გასვლა არ სურდა და არც მათ განუცხადებიათ ღიად, რომ ფრაქციას ტოვებდნენ.

მესმის ძალიან უცნაური განცხადებები. მგონია, რომ მიზეზი სხვაგან უნდა ეძებონ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობიდან" ახალ გასულ ოთხ დეპუტატსაც ექნება.

კანონპროექტი პარლამენტის რეგლამენტს შეეხება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა