ანა წითლიძე - დეკანოიძეს და გოცირიძეს  „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, თუმცა ახლა ცვლილებები დაჩქარებულად განიხილება - ეს ემთხვევა ხუთეულის მხრიდან იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემას, რაც არ მგონია, შემთხვევით ხდებოდეს

დეკანოიძეს და გოცირიძეს უარი უთხრა "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, თუმცა ახლა შესაბამისი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება - ეს ემთხვევა ხუთეულის მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რა განსაკუთრებული საჭიროება იყო რეგლამენტში ცვლილებების დაჩქარებულად განხილვა, რომლის მიხედვით ფრაქციიდან გასულ დეპუტატებს ექნებათ საშუალება შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსება იგივეა, რაც ფრაქციის, კერძოდ, თვეში 10 ათას ლარზე მეტი.

წითლიძე ამბობს, რომ ეს ემთხვევა სწორედ კონკრეტული ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერას, რომელთაც შემდეგ მათი ფრაქცია დატოვეს.

"მე დავსვი კითხვები და ცხადია, ეს კითხვები ლეგიტიმურია და გაუჩნდება ყველას, ვინც დაინტერესებულია, რა არის ეს ცვლილებები. მე მოვისმინე ასევე განმარტებები, მაგრამ ჩემი კითხვები კითხვებად რჩება. თუ დამისახელებთ ოპოზიციის ერთ კანონპროექტს, ინიციატივას მაინც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ბიუროზე დაჩქარებული წესით განიხილა, მაშინ შეიძლება რაღაც დავიჯერო. არაფერს ვამტკიცებ, ვსაუბრობ ფაქტებით, რა განსაკუთრებული საჭიროება იყო რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით ჩვენი ფრაქციიდან გასულ დეპუტატებს ექნებათ საშუალება შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსება იგივეა, რაც ფრაქციის - თვეში 10 ათას ლარზე მეტი. რატომღაც უცნაურად დაემთხვა ეს ყველაფერი იმ პროცესებს, რაც უკავშირდებოდა იმ ხუთეულის მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემას და იმას, რომ ფრაქციის დატოვება მოუწიათ. არ მგონია, ეს ყველაფერი შემთხვევით ხდებოდეს.

ჩვენ გვახსოვს, რომ ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს, ფაქტობრივად, უარი უთხრა "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, თუმცა შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება. არაერთი ინიციატივა, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხება, თაროზე აქვს შემოდებულო ოცნებას და არც ერთი განხილულა დაჩქარებული წესით. როდის მერე ზრუნავს "ქართული ოცნება" პარლამენტში ოპოზიციის კომფორტისთვის, როდის მერე ჩათვალა საჭიროდ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება მიეცა იმ ადამიანებისთვის, ვინც დატოვეს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია? - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ხუთ დეპუტატს, რომელმაც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას," - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო