გუბაზ სანიკიძე - ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას - ის ახალ გუნდს ქმნის: ეს არის სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა - არ არსებობს, ივანიშვილს „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს

ახალ რეალობაში, ღარიბაშვილს მანევრი აღარ დარჩება. ბიძინა {ივანიშვილი} უკრაინის დროშით გამოვა, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას. ის ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნის: ეს არის სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა და კიდევ ვიღაცები. არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი რაიმე საქმეს აკეთებდეს და „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც სანიკიძე განმარტავს, ის დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ღარიბაშვილის პრემიერობით არ გავა.

„ღარიბაშვილი მისთვის უკეთეს შემთხვევაში გადაყენებული იქნება, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, პასუხისგებაში იყოს მიცემული. ქვეყნის მოღალატეა, ქვეყანა რუსეთისკენ მიაბრუნა. მგონია, რომ ღარიბაშვილი იქნება ის პერსონა, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება გაასამართლებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მთავრობით არჩევნებში გასვლას არ აპირებს, გარანტირებული წაგება აქვს.

ჩვენ ვნახავთ სურათს, როდესაც გასაბერი კამერებით გადაცურავენ რუსები ქერჩის ყურეს. ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ყირიმის დაკარგვას შეეწირება ვლადიმერ პუტინი. სისტემური პრობლემებია, არც „ფე-ეს-ბე“ მუშაობს, არც არმია, არც თვითმმართველობა. ღარიბაშვილი და პუტინი რაღაცას მოაბამენ თავს?! ახალ რეალობაში, ღარიბაშვილს მანევრი აღარ დარჩება. ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს, ამ ხელისუფლებას. ახალ პოლიტიკურ გუნდს შექმნის, ქმნის უკვე, ეს არის: სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა და კიდევ ვიღაცები. არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს რაიმე საქმეს აკეთებდეს და „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს, პერსონები გადანახული ჰყავს“,- აღნიშნა სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ იმდენი აქვს „მიქარული და მირთმეული“ დამატებითი ციხეების აშენება გახდება საჭირო.

„რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა არის პრობლემების შექმნა და ამ პრობლემებით ვაჭრობა. ჩვენ გვინდა, რუსეთის ჩეჩმაში ვიყოთ?! „სტუმარ-მასპინძელზე“ საუბრობენ სულ. შეკითხვა მაქვს იდიოტებთან და ნაძირალებთან: ჯოყოლას, რომ სცოდნოდა მის წინ მოსისხლე მტერი დგას, ციხე-კოშკში დაპატიჟებდა? ცოლს, აღაზას გააცნობდა?! აფგან მუხთარლი, რომ გათოკეთ, ტომარა გადააცვით და ისე გადაიყვანეთ აზერბაიჯანში, მაშინ არ გახსოვდათ „სტუმარ-მასპინძელი“?! სულგაყიდულები და „ფეიკები“ ხართ. გინდა ქრისტიანობა, „სტუმარ-მასპინძლობა“, სახარება, ყველაფერში „ფეიკებით“ ხართ. „ქოცების“ „ლიდერშიფის“ ამოცანაა ხელისუფლებაში ეყაროთ და გამოხრათ ეს ქვეყანა. გეშინიათ პასუხისმგებლობის. ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გაგიშვებთ ციხეში. როგორც ჩანს, დამატებითი ციხეების აშენება დაგვჭირდება იმდენი გაქვთ მიქარული და მირთმეული. ამის გეშინიათ“, - აღნიშნა სანიკიძემ.

გარდა ამისა, მან უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ჭიპლარით ვართ მიბმულები უკრაინაზე“.

„თუ მოიგებს უკრაინა საქართველო დასავლეთისკენ წავა. თუ წააგებს უკრაინა ჩვენ დავრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ“, - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა ჩართული მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ეს სააკაშვილის გადასაწყვეტია“.

„რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მიშა არ არსებობს, მიშა არსებობს და ფაქტორია. ამ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერია. ნურავის ეწყინება. თუ ვინმეს სწყინს, ჩემზე კი ნუ მოუვათ გული, იმუშაონ და უფრო მეტი ავტორიტეტი მოიპოვონ. 10-11 წელი სააკაშვილი ამათ არ უშლიდათ ხელს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი რჩება, ისევე როგორც რუსეთის პოლიტიკაში რჩება ნავალნი. ნებისმიერ პირველ დემოკრატიულ არჩევნებში მოიგებს ნავალნი“, - აღნიშნა სანიკიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!