ანა წითლიძე - დეკანოიძის და გოცირიძის ინიციატივა მათსავე საწინააღმდეგოდ კარგად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ - ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს რეგლამენტში ცვლილება მომეთხოვა და „ოცნებას” მხარი დაეჭირა

დეკანოიძის და გოცირიძის ინიციატივა მათსავე საწინააღმდეგოდ კარგად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ხუთ დეპუტატს ჰქონდეთ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, რომლის დაფინანსება თვეში 10 ათასი ლარია - ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს რეგლამენტში ეს ცვლილება მომეთხოვა და „ოცნებას” მხარი დაეჭირა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის ინიცირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

წითლიძე აღნიშნავს, რომ მას ამ საკითხზე კითხვები აქვს.

„როდის შემდეგ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ იზრუნოს ოპოზიციის კომფორტზე, რომ თვეში 10 ათასი ლარი დაფინანსება ჰქონდეს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინე თალაკვაძის და პაპუაშვილის კომენტარები და ასეთი კომენტარები რომ ჩემს ინიციატივაზე გაეკეთებინათ, უხერხულობას ვიგრძნობდი ნამდვილად, რადგან მათ გვითხრეს, რომ რეგლამენტში ეს ცვლილება დაჩქარებულად შემოიტანეს იმიტომ, რომ თურმე ხელს უწყობენ მრავალპარტიულ საქმიანობას. არაფერს ვამტკიცებ მაგრამ ფაქტია, ბიუროზე დაჩქარებულად გადის ცვლილებები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ფრაქციიდან გარიცხულ ამ წევრებს შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და მიიღონ 10 ათასი ლარის დაფინანსება თვეში. რა აუცილებლობაა ამის?! მე წარმოვიდგინე ახლა თქვენი რეაქცია როგორი იქნებოდა, ანა წითლიძეს ან „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს ბიუროზე ეს ინიციატივა რომ დაეყენებინა, შემდეგ დაჩქარებულად მიეღო ბიუროს და პაპუაშვილს, თალაკვაძეს განცხადებები ეკეთებინათ, რომ თურმე ჩემი განცხადება არის დესტრუქციული და ცვლილებები საჭირო გახდა იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული.

ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს უარი უთხრეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, შემდეგ მათ დააინიცირეს ცვლილება და კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა აუცილებლობა არსებობდა რომ ბიუროზე ეს ყოფილიყო დაჩქარებული წესით? მათ შეეძლოთ ეთქვათ და გადაეტანათ საშემოდგომოდ, რა არ გადაუტანიათ? არ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“, როცა მას სჭირდება? ბიურომდეც არ მისულა ჩვენი ინიციატივები, მათ შორის ისეთი, როგორიც ეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს, ამიტომ ჩნდება კითხვა და მე კიდე მგონია, რომ ქალბატონი ხატიას და რომანის ეს ინიციატივა მათსავე საწინააღმდეგოდ ძალიან კარგად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ამ ხუთ დეპუტატს ჰქონდეთ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, რომლის დაფინანსება თვეში ათი ათასია. ამიტომაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ცვლილებებს წაიკითხავს. დანარჩენი შეაფასოს საზოგადოებამ. მე ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს რეგლამენტში ეს ცვლილება მომეთხოვა და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაეჭირა, პაპუაშვილს და თალაკვაძეს ეს კომენტარები ეკეთებინათ“, - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო