მიხეილ სარჯველაძე - არავითარი მიზანი არ შეიძლება ამართლებდეს მშვიდობის მიმართ გაუფრთხილებლობას - როდესაც საქმე ადამიანების კვლასა და სისასტიკეს ეხება, გამართლება არა აქვს, რაც არ უნდა ღირებული იყოს

ჩემი აზრით, არავითარი მიზანი არ შეიძლება ამართლებდეს მშვიდობის არქონას, მშვიდობის მიმართ გაუფრთხილებლობას - როდესაც საქმე ადამიანების კვლასა და სისასტიკეს ეხება, პირადად ჩემთვის არავითარი გამართლება არა აქვს, რაც არ უნდა ღირებული იყოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, კატარში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ეს იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა, რასაც თავად სრულად ეთანხმება.

„მაქვს რიტორიკული კითხვა, 2008 წელს რუსეთს შეიძლება საქართველოში გაემარჯვა?! ან რაც აფხაზეთში 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ეს შეიძლება დამდგარიყო?! იმის მიუხედავად, რომ აბსოლუტურად ისტორიული არაკანონზომიერება და უსამართლობაა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ამ მიმართულებით ერთადერთი სტრატეგიული ხაზი აქვს არჩეული - ეს არის წესრიგის და ისტორიული სამართლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა! მგონი, ეს ყველასთვის მხედველობაშია მისაღები. პირადად ჩემთვის არავითარი გამართლება არა აქვს, რაც არ უნდა ღირებული იყოს, როდესაც საქმე ადამიანების კვლასა და სისასტიკეს ეხება. ამიტომ, რა საკვირველია, რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები, რომ კაცობრიობის სწრაფვა მშვიდობის დამყარებისკენ ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. როგორ უნდა წარიმართოს ძალისხმევა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება მათ შორის ისტორიული სამართლიანობის მიმართ, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია შეხედულებები, მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ უნდა დაგვავიწყდეს - ჩემი აზრით, არავითარი მიზანი არ შეიძლება ამართლებდეს მშვიდობის არ ქონას, მშვიდობის მიმართ გაუფრთხილებლობას. როგორც ჩანს, ეს იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა, რასაც რა საკვირველია, სრულად ვეთანხმები. თუკი დილემას ამგვარად აყენებთ, მშვიდობა თუ გამარჯვება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მგონია, რომ მშვიდობის მნიშვნელობაზე ხაზგასმა, არც ერთ შემთხვევაში არ გაძლევთ ამგვარი დილემების წამოჭრის უფლებასა და შესაძლებლობას. მგონი, ეს ნათელია!“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ