ბსუ-ს გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ეწვია

ბსუ-ს გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ეწვია

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის ელჩის მოადგილე, ტანია ჰუტი ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რექტორთან, მერაბ ხალვაშთან და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, თეონა ბერიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა ბსუ-სა და გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრა.

„გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა ხაზის გაუსვა გერმანული ენის სწავლების მხარდაჭერის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს გერმანული ენის სწავლების გაძლიერებას. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, ასევე შეხვდა გერმანისტიკის მიმართულების აკადემიურ პერსონალს, პროფესიული და უწყვეტი განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და აჭარის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.