მედიაექსპერტები პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების კორექტირებას და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას ელიან

მედიაექსპერტები უახლოეს დღეებში პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების კორექტირებას და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას ელიან.

ამ თემასთან დაკავშირებით ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე, “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე და "ლიბერალური აკადემიის“ დირექტორი ლაშა ტუღუში პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს დავით სონღულაშვილს შეხვდნენ.

საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც ეხება სიძულვილის ენას, ე.წ. პასუხის უფლებას, თვითრეგულირების რეგულირების პროცესით ჩანაცვლებას.

კუპრაშვილის თქმით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ყველა მაუწყებლის პოზიცია ერთიანია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კარგი არ არის და უნდა შეიცვალოს.

“ჩვენს პოზიციას დაეთანხმა ევროსაბჭო. ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობის კვლავ შეცვლა. გავცვალეთ მოსაზრებები და ეს მოსაზრებები ერთმანეთს დაუახლოვდა. გვქონდა კონსტრუქციული დიალოგი. მომდევნო დღეებში ველით სწრაფ პროცესს, რომ დაახლოებული პოზიციები კანონში იქნება ასახული. პოზიციები დაახლოებულია ყველა კრიტიკულ საკითხზე“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა პარლამენტში, მმართველ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ნათია კაპანაძის თქმით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის არსებული ჩანაწერები იმდაგვარად უნდა შეიცვალოს, რომ შესაძლებელი გახდეს რეკომენდაციების შესრულება.

“ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი მედია გარემოს გაუმჯობესებაა. კანონმდებლობაში ცვლილებები მედია ორგანიზაციების ჩართულებით უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, პროცესი ხარვეზიანი იყო, რის გამოც ვსაუბრობთ შენიშვნებზე, რაც ევროსაბჭოს ექსპერტებს უკვე აქვთ. ამ შენიშვნებში გაზიარებულია სამოქალაქო სექტორის პოზიცია“, - აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის