„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ მერი ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს

"ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს პარტიული კონფერენციები გაიმართა ასევე ახალციხესა და ადიგენში.

„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს. ადიგენის ადგილობრივ ორგანიზაციას - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე.

25 მაისს, პარტიული კონფერენციები გაიმართება ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო