ხატია დეკანოიძე - რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის კიდევ უფრო მეტად დაშლის შიში აქვს - პარტიაში რთული მდგომარეობაა და ეშინიათ, ეს ფრაქციაზეც არ აისახოს

ჩემი ლოგიკური დასკვნა ასეთია: რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის კიდევ უფრო მეტად დაშლის შიში აქვს - პარტიაში რთული მდგომარეობაა და ეშინიათ, ეს ფრაქციაზეც არ აისახოს, - ასე პასუხობს ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, სხვა შემთხვევაში გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ამხელა ყურადღება და ფოკუსირება პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ.

„გაუგებარია, ტალახის სროლა რა მიზანს ემსახურება. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე არა ერთი შიდა ფრაქციული თუ პარტიული გამოწვევა არსებობს, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ერთადერთი პრობლემა შეიქმნება თუ არა ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკურ ჯგუფს არ გააჩნია სხვა სარგებელი, გარდა იმისა, რომ აქვს საპარლამენტო გამოსვლებისთვის დრო. თანხა გამოყოფილია აპარატში დასაქმებული თანამშრომლებისთვის. ჩვენთვის პოლიტიკური ჯგუფი იქნება ინსტრუმენტი საპარლამენტო საქმიანობისათვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისათვის ინიცირებულია დეპუტატების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს