„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ ცნობით, დღეს პარტიული კონფერენციები ასპინძასა და ახალქალაქშიც გაიმართა.
ასპინძის ორგანიზაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს; ახალქალაქის ორგანიზაციას - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამით სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა.
მიმდინარე კვირის ბოლოს „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ვაკის, საბურთალოს, კრწანისისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.