აჭარის მთავრობა - ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სამრეწველო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამრეწველო ზონაში და მიმდებარედ აქტიურად ხორციელდება გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელთა ჯამური ღირებულება ღირებულება 25 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, სამრეწველო ზონაში 25 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ინვესტიცია 38,8 მლნ ლარს შეადგენს.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროექტების მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება მახოსა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო მდინარე ჭოროხთან მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები.

საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, სამრეწველო ზონაში მთავარი და მეორეხარისხოვანი გზები შენდება. სამრეწველო ზონის მიმდებარედ ბათუმის მერიამ წყალარინების მაგისტრალური ქსელის მოწყობა და სატუმბი სადგურების მშენებლობა განახორციელა, რაც ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული.

მთავრობის წევრებმა სამრეწველო ზონაში კარ-ფანჯრის საწარმო „კარი" და ლითონის საწარმოს „ეკო სთორი ჯის" მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს