შალვა პაპუაშვილი - არავინ გვთხოვს ორმხრივი სანქციები დავაწესოთ, გარდა ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოს“ ზოგიერთი წარმომადგენლისა - საქართველო უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით არ მოხდეს და ამაში კეთილსინდისიერია 100%-ით

საქართველო უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით არ მოხდეს და ამაში კეთილსინდისიერია 100%-ით , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრინციპია სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.

„ჩვენთვის ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის მისაღებია ისეთი მდგომარეობა, თუკი სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება. ეს არის მთავარი პრინციპი. ყველა, ჩვენ ამ საკითხს უნდა შევხედოთ ამ პრიზმით, ხომ არ არის რისკი სანქციების გვერდის ავლა მოხდეს. თუკი არის რისკი და თუკი შეიძლება სანქციების გვერდის ავლა მოხდეს, ასეთი რამ არ განხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ მე შევხდი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს. კიდევ ერთხელ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოდან ორმხრივი სანქციების დაწესებას არ ითხოვს. ეს არის მთავარი საკითხი და ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთანხმდებით ორ რამეზე: ერთი, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით არ მოხდეს და ამაში საქართველოს კეთილსინდისიერია 100%-ით, არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მეორე, ჩვენ არავინ არ გვთხოვს ორმხრივი სანქციები დავაწესოთ, გარდა ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოს“ ზოგიერთი წარმომადგენლისა. მთავარი პრინციპი არის სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.

სანქციების გვერდის ავლის საფრთხე არსებობს 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირმა და სხვა ასეთმა სტრუქტურებმა დაიწყო, ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. ერთ წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს? - რომ ამ საფრთხის რეალიზება არ მოხდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს