26 მაისის ღონისძიებები ამბროლაურსა და მესტიაში 14:00 საათზე დაიწყება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებები ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ღონისძიებებს ორ რეგიონში, სვანეთსა და რაჭაში, უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის სეტის მოედანზე და ამბროლაურის ცენტრალურ პარკში, მოეწყობა შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები.

„საბავშვო სივრცეებში, პატარებისათვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ბავშვებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სახალისო თამაშებში და მონაწილეობა მიიღონ ხატვის, კალიგრაფიის, ძერწვის და სხვა სახის მასტერკლასებში. მათ გართობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და მოსიარულე ორკესტრი.

საზეიმო ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება.

დღის განმავლობაში კონცერტებს გამართავენ ადგილობრივი შემსრულებლები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 საათზე - ტრადიციულად, შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

26 მაისის აღსანიშნი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება ქართველი შემსრულებლების კონცერტით. მესტიაში კონცერტს გამართავს ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „ბანდეროლი და DJ surguladze, ხოლო ამბროლაურში - ჯგუფი ELLARGE, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია და ზუკა ხუციშვილი.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს