აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძე სტიუარტ ტეილორს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა "მოკავშირე ძალების ფონდის" პრეზიდენტთან, სტიუარტ ტეილორთან. ამის შესახებ ინფორმაციას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტიუარტ ტეილორს სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო -მოსამსახურეებისა და ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ამ მიმართულებით, ერთობლივი ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვას.

აღსანიშნავია, რომ სტიუარტ ტეილორი, დოქტორ ბარბარა ვან დელანთან და დოქტორ რენდი ფელპსთან ერთად, 2018 წელს, საქართველოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდა.

როგორც შეხვედრაზე სტიუარტ ტეილორმა განაცხადა, ის კვლავ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და პროექტის - "სილქროუდ ჩელენჯის" განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო- მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას და მათში ჩართულობას.

სტიუარტ ტეილორი, 1986-2011 წლებში, მსახურობდა ბრიტანულ არმიაში პირველი კლასის უფროს ოფიცრად. 2011 წლიდან გახლავთ არასამთავრობო-არაკომერციული ორგანიზაციის „ მოკავშირე ძალების ფონდის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის მიზანია, გააერთიანოს დაჭრილ-დაშავებული ვეტერანები, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა