ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს

პარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ამიერიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭოს, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის საქმიანობას საბჭოში, წევრის რანგში გააგრძელებს, მისი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის გამო.

პარლამენტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა შედეგიანი საქმიანობისთვის საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.

„საბჭო პარლამენტში მნიშვნელოვანი რგოლია და თავის საქმიანობაში ბევრი წარმატება ჰქონდა, რისთვისაც მადლობა ბატონ გივის. ვინაიდან საბჭო საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, რომელიც ეხება ორგანიზაციულ თემებს, ასევე აპარატს, ბიუჯეტს, ერთიან დაგეგმარებას და ხედვას, გადავწყვიტე, რომ საბჭოს პირადად ვუხელმძღვანელო. ვფიქრობ, ამით შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, სწრაფად დავნერგოთ ისინი და გავაგრძელოთ წარმატებული პრაქტიკა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს