ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნისთვის ემზადებიან

ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნისთვის ემზადებიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალქალაქის ცენტრალურ პარკსა და მარნეულის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, ადგილობრივების კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა და საბავშვო სპექტაკლებით, პავილიონებით, მოსასვენებელი სივრცეებით, სპორტული აქტივობებით როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

უწყების ცნობითვე, მოქალაქეებს ასევე, შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტებზე მარნეულში იმღერებენ ჯგუფი „ფრანი“, თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე, ახალქალაქში კი - ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, მარიამ მამისმედაშვილი, დათუნა მგელაძე, დუეტი „ჯორჯია“.

„26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის ღონისძიებებისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა მარნეულსა და ახალქალაქში. მომზადებულია სცენა ძალიან საინტერესო კონცერტისთვის. ამავდროულად, მოწყობილია სივრცეები გასართობი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებისთვის, რომელიც გათვლილია ყველა ასაკობრივ სეგმენტზე, მათ ინტერესებზეა მორგებული. ვეპატიჟებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების სიყვარულით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირვემა მოადგილე ლია გიგაურმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს