შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. კავკასიის უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე გადის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე.

მისი თქმით, შეირაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა.

„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას ჩვენს რეგიონში. ამ ისტორიულ დღეს, მსურს, ხაზი გავუსვა შეიარაღებული ძალების მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების დაცვაში, არამედ ჩვენი ხალხების მშვიდობიანი ყოფის უზრუნველყოფაში. შეიარაღებული ძალები ქვეყნის სიამაყე და სიძლიერეა. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ვუსურვებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ღირსეულად მსახურებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და შეიარაღებული ძალების დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს