კიშინიოვში მრგვალი მაგიდა თემაზე "საპარლამენტო ზედამხედველობა და პარლამენტის ადმინისტრაციის როლი" გაიმართა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის ფარგლებში, 22-23 მაისს, კიშინიოვში მრგვალი მაგიდა თემაზე "საპარლამენტო ზედამხედველობა და პარლამენტის ადმინისტრაციის როლი" გაიმართა, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის უფროსმა ტამარა გეორგიცამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქსელის ეფექტიან საქმიანობას და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე ხელმძღვანელობდა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა, ასევე მიიღეს სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის პარლამენტების აპარატების და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებმა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებსა და პარლამენტების ადმინისტრაციების როლზე მექანიზმების განხორციელების პროცესში.

ღონისძიება "საპარლამენტო ზედამხედველობა და პარლამენტის ადმინისტრაციის როლი" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა