„ლელოს“ ლიდერები მატიას ლუტენბერგს შეხვდნენ

„ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, მატიას ლუტენბერგს შეხვდნენ.

„ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული მძიმე გამოწვევები, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხი და ის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გვქონდა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენი პარტნიორები დეტალურად იცნობენ საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესს. პარტნიორების ნება ცხადია - ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატობას, მაგრამ საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია რეფორმების გატარების და ევროპული პოლიტიკური ოჯახის სრულყოფილ წევრად გახდომის სურვილი და უნარი. ქართული ხელისუფლების პოლიტიკური რიტორიკა და მოქმედებები სრულ აცდენაშია ამ ღირებულებებსა და სულისკვეთებასთან. შესაბამისად, დღეს ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი დაბრკოლება უშლის ხელს თავისი ნების აღსრულებაში და მას ეწოდება „ქართული ოცნება“, - განაცხადა „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს