კობა კობალაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, ვაშინგტონში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კობა კობალაძემ, საქართველოს თავდაცვის ატაშემ აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკმა, რობერტ არღვლიანმა, მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ ჯაჭვაძემ და არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს გენერალური შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა მაიკლ ერ ბინეტმა, ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას, ეს თანამდებობა, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში ეკავა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ამერიკულ არმიას, 38 წლის განმავლობაში ემსახურებოდა. გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს.

კობა კობალაძემ, ასევე, მოინახულა უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივისცემა გამოხატა ყველა იმ გარდაცვლილი ჯარისკაცის მიმართ, ვინც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს