ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ძლიერი ხანძარია.

ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

კორპუსის მცხოვრებთა ნაწილმა შენობა უსაფრთხოების მიზნით დატოვა.