იაპონიის ქალაქ ნაგანოში მამაკაცმა ოთხი ადამიანი, ორი სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი მოკლა.
მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა მოქალაქეები ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, მის დასაკავებლად მისული ორი პოლიციელი კი - სანადირო თოფით.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. ამ დროისთვის, თავდასხმის მოტივი უცნობია.
იაპონიაში ძალადობრივი დანაშაული იშვიათად ხდება. ქვეყანას მკვლელობის დაბალი მაჩვენებელი აქვს და იარაღთან დაკავშირებით მოქმედებს კანონი, რომელიც ყველაზე მკაცრია მსოფლიოში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"