ჯუანშერ ბურჭულაძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშების არგამოფენაზე - ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, ძალიან გთხოვთ!

ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, ძალიან გთხოვთ! - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშების არგამოფენას შეეხებოდა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღის დისკრედიტაცია არ შეიძლება.

„ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, ძალიან გთხოვთ. ჯარის დისკრედიტაცია, ეკლესიის დისკრედიტაცია და ახლა ამ დღის დისკრედიტაცია არ შეიძლება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება