სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.
"წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ”, - ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანის წინ გაშალეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"