რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დამოუკიდებლობის სკვერში მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში, დილიდან დამოუკიდებლობის სკვერში მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსთაველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობით, დღევანდელი დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებულად აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის რუსთავსა და მარნეულში. ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს, ვუსურვებ წინსვლასა და განვითარებას“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

26 მაისის აღსანიშნავად, რუსთავში საქართველოს სახელმწიფო დროშები და ბანერები გამოიფინა, სადღესასწაულოდ გაფორმდა ახლადრეაბილიტირებული დამოუკიდებლობის სკვერი, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული.

„პრემიერის ინიციატივით საქართველოს 20-მდე ქალაქში გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რუსთავში განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ დღეს, სიმბოლურია, რომ რუსთავში, საზეიმო ღონისძიებები იმართება 26 მაისის-დამოუკიდებლობის სკვერში. ვულოცავ თითოეულ რუსთაველს და სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

ღონისძიებების ფარგლებში დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. როგორც რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა განაცხადა, ოფიციალური პროგრამა დღის ორი საათიდან ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენით გაიხსნა, სადღესასწაულო სივრცე სხვადასხვა საბავშვო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებითა და პავილიონებითაა დატვირთული. გაიმართება კულინარული მასტერკლასი, ანიმატორების შოუ და ორკესტრის კოსტიუმირებული მსვლელობა. 17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს რუსთავში საზეიმოდ აღნიშნავენ. რუსთავის მერიის ცნობით, სადღესასწაულო კონცერტს ადგილობრივი მუსიკოსები და ქორეოგრაფიული ანსამბლები გახსნიან. საღამოს კულმინაცია ნოდარიკო ხუციშვილის და ბენდის კონცერტი იქნება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“