“ლელო-საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ, სადაც სიმბილურად, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს, ამ წუთებში კი შეკრებილები, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობას მართავენ ლოზუნგით: "ეროვნული იდეა ევროპული იდეაა". მათი თქმით, აქციის მიზანია, რომ მსოფლიოს ანახონ ქართველი ხალხის არჩევანი.
“ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირის დროშა გადამალა, ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი აზრი. არამარტო ჩვენ და რომელიმე პარტიის წარმომადგენლები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ დღევანდელ აქციას. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მომავალია და დღეს დიდი ტრავმა მიაყენეს ქართველ ერს, რასაც ჰქვია მათი ნების საწინააღმდეგო სვლა”, - აღნიშნა “ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გენო თებიძემ.