ბორჯომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

ბორჯომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ანსამბლმა „ფერხისმა" ცეკვა ხორუმით გახსნა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის ეროვნული დღესასწაული ბორჯომელებს ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან, იღებს სათავეს.

26 მაისი ყველაზე ძვირფასი დღეა ჩვენს ცნობიერებაში. არაერთი თაობა იბრძოდა საქართველოს თავისუფლების მოპოვებისა და განმტკიცებისთვის.

32 წელია საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. თითოეულ ჩვენგანის ვალია გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს,"- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო