მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქალაქის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და მარნეულის მერმა კენან ომაროვმა მიულოცეს.
მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დილიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"