გიორგი დოხტურიშვილი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში, დაესწრო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილთან ერთად 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში, დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებით აღვნიშნავთ. დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით 16 მუნიციპალიტეტში, ჩვენი რეგიონიდან კი რუსთავსა და მარნეულში, განსაკუთრებულად აღინიშნება ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული.

რუსთავში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში მოეწყო დამოუკიდებლობის სკვერი, სადაც დღეს, თითოეული ჩვენგანი თავისუფლების სიყვარულით ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღევანდელი დღე, საქართველოსთვის ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა.

მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, სასულიერო და საერო პირებს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც მიულოცა.

„მინდა მივულოცო მთელს საქართველოს 26 მაისი. ეს დღე განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის რადგან დამოუკიდებლობის დღე არის მთავარი ეროვნული დღესასწაული ქართველებისათვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, გაიმართა კულინარიული მასტერკლასი შეფმზარეულ მანჯისთან ერთად, ასევე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა