საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში დაგეგმილი ღონისძიებები გძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გორში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო - შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობს.
„ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ვითარებაში მოხდა დროშის აღმართვა.
გორში გამართულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი ამილახვართან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დღეს დილიდან გორში სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.
დღევანდელ საღამოს დაასრულებს გალაკონცერტი.
სპეციალურად დღევანდელი დღისთვის გორში ჩამოვლენ და კონცერტს გამართავენ:
19:30 - 20:30 - ბენდი „ნიუტონი“, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ომა ფავორი, ქრისტინე ჯაფარიძე.
20:30 – 21:30 - ჯგუფი KILLAGES“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.