ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს, რუკებს, ფოტოებსა და აქტივობებს გასცნობოდნენ. გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

„დამთვალიერებლებმა სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარი შეავსეს მოწყობილი იყო ფოტო ზონა. ზუგდიდის ბულვარში გაიმართა მეგრული „სთრიდ ფუდის" ბაზარი, სადაც წარმოადგინეს მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები. მოეწყო საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები.

გამოფენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებები კონცერტით დაიხურა რომელშიც მონაწილეობას ანი კეკუა, სოფო ბედია, თიკა მახალდიანი, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი „რეზო და ბავშვები" იღებდნენ.

26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ზუგდიდის ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით ჩატარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს