ქობულეთში მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან დედოფლისწყაროში გადაასვენეს

ქობულეთში მოკლული 20 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან დედოფლისწყაროში გადაასვენეს.

გიორგი ალხანაშვილის ახლობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, გარდაცვლილი კი დედამ პირადი ნივთების საშუალებით ამოიცნო.

„მკვლელობის მოტივი უცნობია, 17 მაისის შემდეგ გაუჩინარებული იყო, თავად მასპინძელიც კი იტყუებოდა, სანამ გვამი არ იპოვეს. მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა დატოვა, ჩვენი ვარაუდით მეგობრების მხრიდან ჯგუფური მკვლელობა იყო”, - განაცხადეს ახლობლებმა.

ცნობისთვის, გუშინ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადეს, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი დამარხული იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს