მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „სადახლოობა“ აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „სადახლოობა“ აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „სადახლოობა" აღინიშნა.

მარნეულის მერიის ცნობით, ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესასწაულის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ნომრები და მოეწყო სპორტული აქტივობები. აღსანიშნავია, რომ „სადახლოობა" მარნეულის მუნიციპალიტეტში მეშვიდე წელია აღინიშნება.

„ეს დღე მნიშვნელოვანია, როგორც სადახლოსთვის, ისე მარნეულისთვის და სრულიად საქართველოსთვის. მარნეული ერთობის და მულტიკულტურული ტრადიციების მაგალითია.ყველას გილოცავთ, სახალხო დღესასწაულს „სადახლოობას",- განაცხადა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.