ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს - ალექსანდრე ახვლედიანს, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამივე დაკავებულს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, ქვეყანა თურქეთის გავლით უკვე დატოვა და მიმალვაშია.

პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, რომ მომხდარის დამალვის მიზეზი მუქარა და შიში იყო, რის გამოც ალექსანდრე ახვლედიანმა სამართალდამცავებს არ აცნობა.

მისი თქმით, მუქარას მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მხრიდან განიცდიდნენ.

პროკურორ თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

მისივე ინფორმაციით, მიმალვაში მყოფმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა სტუმრად მყოფი გიორგი ალხანიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მომხდარის კვალის დაფარვის მიზნით ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, მოკლულის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და მეზობელ სოფელში ტყის პირას დამარხა.

გამოძიების ცნობით, მომხდარს ბრალდებულები დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცავებს მომხდარი არ შეატყობინეს.

პროკურორის თქმით, თავად მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში სწავლობს და მისი ადგილსამყოფელის დადგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.

„სასტიკი მკვლელობა მიმდინარე წლის 16 მაისს ღამით მოხდა. მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის დროს მყოფი პირის დახმარებით ცხედარი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანა და დამარხა, თვითონ კი 19 მაისს ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა. სამძებრო სამუშაოები 22 მაისიდან დაიწყო, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მიმართეს, მათ იცოდნენ ადგილსამყოფელი, თუმცა ოჯახის წევრებს ინციდენტში მონაწილეები უმტკიცებენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა სახლიდან ტაქსით გააცილეს“, - განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

ცნობისთვის, ქობულეთში სოფელ ლეღვაში 20 წლის მამაკაცის ცხედარი 26 მაისს გამთენიისას იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, იგი დედოფლისწყაროში გადაასვენეს. ოჯახის ახლობლების თქმით, მოკლული ახალგაზრდას ცხედარს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მისი ამოცნობა დედამ პირადი ნივთების საფუძველზე შეძლო.

მომდევნო სასამართლო პროცესი 18 ივლისს გაიმართება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!