ფოთში დევნილები აქციას მართავენ - პროტესტის მონაწილეებმა გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილებს გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

ისინი წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლებისგან ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთათვის მიუღებელია.

,,დაშლას ნამდვილად არ ვაპირებთ, სამი წელია ამაზე ვბრძოლობთ, გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. დანებებას არ ვაპირებთ ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. იმედია ყურადღებას მოგვაქცევენ" , - განაცხადა აქციის მონაწილე, ნინო ცხომარიამ.

აქციის მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ