დავით გაბაიძე - აჭარის უმაღლესი საბჭო, ჩვენს რეგიონში, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც შეძლო შენობისა და ვებგვერდის სრული ადაპტირება, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შექმნა

აჭარის უმაღლესი საბჭო, ჩვენს რეგიონში, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც შეძლო შენობისა და ვებგვერდის სრული ადაპტირება, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შექმნა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, ბათუმში გამართული მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქციული გამოფენის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება, კარგი შესაძლებლობაა გააანალიზონ არსებული გარემო და გამოწვევები.
„აჭარის უმაღლესი საბჭო, ჩვენს რეგიონში, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეძლო შენობისა და ვებგვერდის სრული ადაპტირება, შექმნა ყველა შესაბამისი სერვისი, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის, მის საქმიანობაში ჩართულობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის საშუალებას აძლევს. დღევანდელი ღონისძიება, კარგი შესაძლებლობაა გავაანალიზოთ არსებული გარემო და გამოწვევები, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მაკ-ჯორჯიასა'' და ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის'' მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე ესწრებოდა, ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სხვა სფეროებში არსებული მხარდამჭერი სერვისები.
მათივე ცნობით, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების პრეზენტაციები გაიმართა.

























