გიგა ბოკერია - დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის გამოსვლა 10-დან 9 საკითხში ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციას ემთხვევა, ოღონდ, როცა სიტყვა საქმეში არ გადადის, მის სიტყვას ფასი ეკარგება

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს ფასი ეკარგება მაშინ, როცა მის განცხადებებს საქმე არ ახლავს და პრეზიდენტი თავის ინსტრუმენტებს არ იყენებს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის გათვალისწინებით, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, იქნება თუ არა პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტისას ხელისუფლების მისამართით კრიტიკული.

"ჩემთვის არსებითი არ არის, იქნება თუ არა ის კრიტიკული, ალბათ, იქნება. დამოუკიდებლობის დღეს მისი გამოსვლა 10-დან 9 საკითხში ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციას ემთხვევა, ოღონდ, როცა მერე სიტყვა საქმეში არ გადადის, როცა ის არ იყენებს იმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს, რომელსაც "ქართული ოცნება" ვერ აკონტროლებს და პოლიტიკურ დევნაზე ამ ინსტრუმენტს არ იყენებს, აქედან გამომდინარე, მის სიტყვას ჩემთვის ფასი ეკარგება", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში