გორში, პირველად, "შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 21“ გაიმართა, სადაც დაფიქსირდა უნიკალური შედეგი - ყველაზე სწრაფი გამარჯვება GFC-ის ორთაბრძოლებში. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, საქართველოს წამომადგენელმა მიხეილ საჟინიანმა 6 წამში დაამარცხა თურქი ოზგურ ოზპოლატი.
ტურნირს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.
„შერეულ ორთაბრძოლებს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის თანადაფინანსებითა და გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭრით განხორციელდა.
ტურნირში 24 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ქართველ სპორტსმენებთან ერთად, შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობდნენ უცხოეთიდან მოწვეული მებრძოლები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.