ნიკა გვარამია - როცა ადამიანებს ასე სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს ასე სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა, - ამის შესახებ “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

ნიკა გვარამია განცხადებაში „ცალკე განსაკუთრებულ მადლობას“ უხდის ქართულ საზოგადოებას, რომ "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს.

„არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენლად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის”, - წერს გვარამია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს