გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ნადირაძისა და გვერწითელის ქუჩების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყობა.
მათი ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„პროექტის სავარუდო ღირებულება 78 355 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს. ხელოვნურ საფარიან კომბინირებულ მოედანზე მოეწყობა ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით, ასევე გარეგანათების მოწყობა და მოედნის შემოღობვა ლითონის ბადით იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.