კახა კალაძე - რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი - ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?!

საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ, შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ექნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საერთო ინტერესებში შედის, მანამდე კი მმართველო გუნდის პოზიცია უცვლელია - არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს სურვილი მოხდეს ევროინტეგრაცია. როდესაც საქართველოს ექნება სტატუსი, როდესაც საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჩვენც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შედის საერთო ინტერესებში.

საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ, შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი. აბსოლუტურად ვერ ვხდები ეს რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაცა წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი"?! - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს