Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს

Golden Tulip Design Tbilisi-ის ციფრულ გალერიაში ბელგიელი NFT არტისტის თიბოთ შაიკის ექსპოზიცია, სახელწოდებით MY GENERATIVE PIANO გაიხსნა. სასტუმროს ლობი, საქართველოში პირველი ადგილია, სადაც NFT ხელოვნების სივრცეა მოწყობილი.

პროექტი MY GENERATIVE PIANO არის ნამუშევრების სერია, რომელიც მთლიანად შექმნილია კოდირების ენის JAVASCRIPT-ის გამოყენებით.

თქვენ წინაშე წარმოდგენილია ანიმაციური ვიზუალური ხელოვნება, რომელსაც მუსიკალურ ფონად მოყვება ფორტეპიანოზე შესრულებული, ალგორითმით შედგენილი კომპოზიცია. ყოველ ჯერზე, როდესაც ალგორითმი მუშაობს, სრულიად უნიკალური, აქამდე არასოდეს ნანახი ნამუშევარი ცოცხლდება დამთვალიერებლის წინაშე. შავი და თეთრი კუბების ვიზუალური ელემენტები ასახავს ფორტეპიანოზე ნაპოვნი შავი და თეთრი კლავიშების თანაფარდობას.

სერიების თითოეული ნამუშევარი წარმოქმნის უნიკალურ, უსასრულო საფორტეპიანო კომპოზიციას. ფინალური სერია შედგება ალგორითმიდან გენერირებული 365 ნაწილისგან.

Golden Tulip Design Tbilisi-ში ციფრული გალერეა გასული წლის ოქტომბერში, ლევან ამაშუკელის ექსპოზიციით გაიხსნა. გამოფენების სერიას Street Gallery წარმოადგენს. Street Gallery არის მოძრაობა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში. მისი კონცეფცია გულისხმობს ციფრული ხელოვნების წარმოჩენას ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებსა და ქუჩებში.

პროექტის მხარდაჭერით, სასტუმროს Golden Tulip Design Tbilisi სურს ხელი შეუწყოს ქვეყანაში NFT ხელოვნების პოპულარიზაციას.

(R)

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს