თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის სტადიონი მსოფლიო საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაზეა წარდგენილი, რომელიც რამდენიმე დღეში აშშ-ში გაიმართება

ბათუმმა როგორც ტურისტული, სპორტული, კულტურული და საერთაშორისო ღონისძიებების ქალაქმა 2023 წელს უკვე უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო თასს, ევროპის სოფლად ტურიზმის ასამბლეას, საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში. ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა ბათუმი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება.

,,განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე. და ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შედეგები ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, უძრავი ქონების, სადაც ბათუმის სტადიონი წარდგენილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ველოდებით შესაბამის შედეგებს," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

ბათუმი წელს არაერთი საერთაშორისო ღონიეძიების მასპინძელია. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება.

„ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დაჯილდოება რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, ამჯერად სტადიონი წარდგენილია მსოფლიო ჯილდოზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის