ზუგდიდის მერია 2 ივნისიდან ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს

ზუგდიდის მერია 2 ივნისიდან ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, 2 ივნისიდან ახალ სოციალურ პროგრამას, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ: ეტლით მოსარგებლე პირები, კიდურის ამპუტაციით განპირობებული გადაადგილების შეზღუდვისა და მხედველობის არ მქონე პირები.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს განახორციელებს.

31 მაისიდან სერვისის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 599 805 853

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს გადაეცა 3 ადაპტირებული მიკრო ავტობუსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.