ზუგდიდის მერია ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსური მხარდაჭერა გაეწია გერმანიის ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს, კესო ნაჭყებიას.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და მეცნიერული სკოლის ეკონომიკის მაგისტრატურის პროგრამის პირველ კურსის სტუდენტს კონსტანტინე ჯალაღონიას.
კომისიის თავმჯდომარემ, ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ ამ პროგრამის შექმნის მთავარი მოტივატორი, სწორედ წარმატებული ახალგაზრდებია. მან ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ მერიის მხარდაჭერა აღნიშნულ პროგრამებზე.
„ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია: ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია; ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა; არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა; საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.
#ზუგდიდისმერიაახალგაზრდებისთვის
#გამოიყენეშესაძლებლობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.