Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა

Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა

წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე Gulf Store-ის რიგით მე-100 მაღაზია კომპანიის მენეჯმენტმა საზეიმო ვითარებაში გახსნა. Gulf Store - Convenience ფორმატის პირველი მაღაზიათა ქსელია საქართველოში რომელსაც ნავთობკომპანია გალფი ანვითარებთს ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიაზე 2013 წლიდან.

დღეის მდგომარებით საქართველოს მასშტაბით უკვე 100 Gulf Store-ის მაღაზია ოპერირებს და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების პროდუქცია, ყველა საჭირო პროდუქტი რაც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს მგზავრობისას, ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია გალფის ექსკლუზიური პროდუქტები როგორიცაა გალფის ჰოთ-დოგი, გალფის ენერგეტიკული სასმელი, ყავა და სხვა.

(R)