ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მარნეულში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მარნეულში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, 1-ელ ივნისს,
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის ცენტრისა და საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული აქტივობები ჩატარდება.
საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში, ღონისძიება 11:30 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში გაიმართება და მოეწყობა: ექსპერიმენტორიუმი-მეცნიერული შოუ, ამერიკული კუთხე- სამაგიდო თამაშები, სახის მოხატვა, ხალიჩების ქსოვისა და ქსოვილის შეღებვის მასტერკლასი, ორგანიზაცია ,,Dream partner-ის" საინტერესო თამაშები და სახალისო შეჯიბრები, სოფ. მარადისის სკოლის ,,ეკო კლუბი" ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჩვენი მომავლისთვის" ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაზე „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ წარმოდგენილი იქნება: გასართობი სივრცე, ხატვის მასტერკლასები, ანიმატორების შოუ, ზღაპრის გმირების 2 საათიანი პერფორმანსი, ბაშვების განწყობაზე იზრუნებს დიჯეი. გაიმართება სპორტული აქტივობა-ძიუდოს მასტერკლასები (ძიუდო კიდსი ტარდება სპორტ სკოლაში).
ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.
ღონისძიება გაიმართება მ. ჯავახიშვილის ბიუსტის მიმდებარე სკვერში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები მარნეულის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში, კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალის სტუდიის კონცერტით დასრულდება.

























