ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოში. დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას და ქვეყნის საგარეო კურსზე საუბარს მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უმრავლესობის დეპუტატებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მოღალატეები უწოდეს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის, რაც მიუღებელი და ქვეყნის ღალატია.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსეთთან ცალმხრივად ფრენები, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს აღდგა და ახლა ამაზე საუბარი ორმაგი სტანდარტია.