„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს

თუ საჭმელი არ გექცა წამლად, წამალი გექცევა საჭმელად - ისე არასდროს ყოფილა ეს ფრაზა გამართლებული, როგორც დღევანდელობაში. განსაკუთრებით პანდემიის და მისმა შემდგომმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემა, რომლის სიძლიერესაც ყველაზე მეტად სწორი და ჯანმრთელი კვება განაპირობებს..

ყველაფერი, რაც გემრიელია შეიძლება არ იყოს ჯანმრთელი, თუმცა გემრიელი კერძები სწორედ ჯანმრთელი სოუსებით იქმნებახოლმე. დღეს მსოფლიო ტენდენცია არამარტო „სწორი კვებაა“ არამედ ის, თუ რას რა დროს და რასთან მივირთმევთ. რას იყენებდა ჩვენი წინაპარი სოუსად? გვქონდა თუ არა სოუსების ტრადიცია? აღმოჩნდა, რომ არც სოუსი და არც კრემ ყველი ჩვენი წინაპრებისთვის უცხო ხილი არ იყო... გაწურული მაწონი - პროდუქტი, რომელსაც სამეგრელოში დღემდე იყენებენ ღომთან ერთად. რათქმაუნდა დღეს მისი გამარტივებული ვერსიები არსებობს, მანამდე, კი მეგრელები მას გუდაში აჯიკასთან ერთად წურავდნენ.

კრემ ყველი - არც უმისობას უჩიოდა ქართველი, რათქმაუნდა არა ამ სახელწოდებით, თუმცა სწორედ გაწურული მაწვნისგან , უფრო ხანგრძლივი დროით გაწურვით იღებდა ქართველი მასას, რომელსაც შემდეგ ჩაროზებისთვის იყენებდა. გაწურული მაწვნისგან ამზადებდნენ აჭარის ალპურ ზონაში კარაქს, სადაც ზოგიერთ ოჯახში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიცია.

მზა ნახევარფაბრიკატების არსებობამ ჩვენი სამზარეულო ბევრად გააღარიბა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვებისაგან, თუმცა უკვე ბევრ ქართულ რესტორანში შესაძლებელია შეხვდეთ მაწვნისაგან მომზადებულ, როგორც ძირითად კერძებს, ისე სოუსებსა და დესერტებს, რაც რათქმაუნდა იმ კრეატიული შეფების დამსახურებაცაა, რომლებმაც ძველი ქართული რეცეპტები გააცოცხლეს და უფრო გაამრავალფეროვნეს.

რა უნიკალური გემოვნური და შემადგენლობითი თვისება აქვს გაწურულ მაწონს და რატომ იყენებენ მას შეფები ამდენი სახეობის კერძის მოსამზადებლად? დავიწყოთ იმით, რომ მაწონი კავკასიელთა დღეგრძელობის წყაროდ ითვლებოდა. ეს რძემჟავა პროდუქტი თავისი ბიფიდო და ლაქტობაქტერიების წყალობით ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, ასევე უამრავი მიკროელემენტის შეწოვას უწყობს ხელს. ხშირად ჩვენი წინაპრები მაწვნის შეჭამანდებს ავადობისას, ასევე ცხელების დროს როგორც წამალს იყენებდნენ. გაწურული მაწონი ასევე სავსეა ყველა ამ სიკეთით, ოღონდ მაწვნისგან განსხვავებით მას აღარ აქვს სიმჟავე, სასიამოვნო ნეიტრალური გემოს პროდუქტია და მისგან დგება , როგორც სიმლაშეები , ისე ტკბილეულობა. გაწურული მაწონი ორმაგი ცილაა, რომელიც სხვა ცილოვანი პროდუქტიასგან განსხვავებით უფრო ადვილად მოსანელებელი და დაბალკალორიულია. სწორედ ამიტომ თუნდაც ტკბილის დამატებით მისგან მომზადებული კერძი დაბალკალორიულობით გამოირჩევა. მაწონი აუცილებელი მისადევნებელია აზიურ კულტურაშიც, რაც იმით აიხსნება, რომ მათი ცხიმიანი კერძების გასანეიტრალებლად მაწონი ერთ ერთი აუცილებელი პროდუქტია. იმავე პრინციპით გამოიყენა ქართველმა გაწურული მაწონი სოუსადაც. მართალია ჩვენი კერძები მაინც ზომიერად ცხიმიანია, თუმცა სხვადასხვა გემოს გასანეიტრალებლად და რთული საკვების მარტივად მოსანელებლად გაწურული მაწვნის მისადევნებელი იდეალურ პროდუქტად იქცა.

წლების განმავლობაში სულ მცირეოდენი გაწურული მაწვნის მიღებას საათები, ან მთელი დღეც კი სჭირდებოდა. დღეს უკვე გვაქვს ეს პროდუქტი მზა სახით „სანტესგან“. შეჭამანდები, სოუსები, ჩაროზები, დღევანდელი დესერტები, უამრავი კერძი გაწურული მაწვნით... ვინაიდან სამზარეულოს არ გააჩნია საზღვრები და მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები, აიღე სანტეს გაწურული მაწონი , დაზოგე დრო და შექმენი შენი კერძი შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისათვის....

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო